პროექტის სახელი:იძულება და დემოკრატია სკოლაში
პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მიზანია–ვისწავლოთ შიშის გარეშე,ვისწავლოთ ერთად, რათა მოსწავლეებს განუვითა რდეთ უნარი მშვიდად მოისმინონ და აღიქვან რთული და უცხო ამბები.
პროექტის სრული აღწერა:
Iჯგუფი იმუშავებს პრობლემაზე რატომ და როგორ უნდა შევიცვალოთ მე და თქვენ–სკოლა და მოსწავლე.
IIჯგუფი მუშავებს პრობლემაზე „ჩვენ’’–ერთნაირი ინკუბატორებივით.
ინტერვიუ მოსწავლეებთან, მშობლებთან,მასწავლებლებთან –როგორ წარმოუდგენიათ ურთიერთობა განსხვავებული შეხედულებების და განცდების ადამიანებთან.
IIIჯგუფი გამოიკვლევს პრობლემას შეზღუდული თავისუფლება, რაც იწვევს აგრესიას.
კვლევები მოსწავლეებთან, საზოგადოების წარმომადგემლებთან.
მოსწავლეები შექმნიან ნახატებს, სურათებს აგრესიის გამოვლინებების წარმოსაჩენად.
IVჯგუფი გამოიკვლევს კლუბური მუშაობის პრიორიტეტებს,როგორც სასურველ სააზროვნო სივრცეს, სადაც მოსწავლეები დაკავდებიან სხვადასხვა საქმიანობით და ჩამოუყალიბდებათ
ახალი თვისებები ურთიერთობებისა–მოლაპარაკება, კონფლიქტების მოგვარება.
შეაგროვებენ კლუბერი მუშაობის ამსახველ მასალებს. ჟურნალები, ნაკეთობები,თვალსაჩინოებები.
ცალკეული ჯგუფები განაზოგადებენ მოძიებულ მასალებს,შეაჯერებენ და მოემზადებიან პრეზენტაციისათვის.
მონაწილეთა ასაკი:XI კლასი.
ვადები:მთელი წლის განმავლობაში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:თემები–კვირის ამბები,გაკვეთილზე.
ჩანახატები თემაზე–რატომ არ ვუყვარვართ სკოლას.
მოსალოდნელი შედეგები/პროდ უქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:ფილმი „ჩვენ“(2წთ).
სარგებელი სხვებისათვის:მოსწავლეებში თვითრწმენის განმტკიცება,ინდივიდუალიზმისკენ სწრაფვა და ,,მორევის“ საღი გზის მოძიება–მოლაპარაკება, გამოცდილების გაზიარება.
სამუშაო ენა: ქართული.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ninogabunia.blogspot.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий